მონიტორინგის შედეგები

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიში, რომელიც რვათვიან პერიოდს აჯამებს, კრიტიკულად არის შეფასებული უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის არსებული მექანიზმების ეფექტიანობა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მომზადებულ დასკვნაში საუბარია სუს-ზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდის აუცილებლობაზეც.