მონიტორინგი საზოგადოებრივ ტრანსპორტში

თბილისის მეტროსადგურებთან მონიტორინგი გრძელდება.

დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები. ისინი აკონტროლებენ, რამდენად იცავენ მეტროსადგურში შემსვლელი პირების წესებს და ატარებენ თუ არა პირბადეებს. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მოქალაქეებს პირბადეებით უზრუნველყოფენ. კონტროლი მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.