მონიტორინგი ფარმაცევტულ ბაზარზე

დარღვევები ფარმაცევტულ ბაზარზე.

რეცეპტების ელექტრონული წესით გაცემის ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ აფთიაქებზე კონტროლი გამკაცრდა. მონიტორინგის შედეგები არცთუ სახარბიელოა. აღმოჩნდა, რომ მარტო თბილისში ახალი წესი 54-ჯერ დაირღვა. რეგულაციის მიხედვით, ექიმები ვალდებულები არიან, რეცეპტით გასაცემი ყველა წამალი ელექტრონულად გასცენ. ჯენერიკული რეცეპტების დანერგვასთან ერთად მიზანი ექიმებსა და ფარმაცევტებს შორის შესაძლო გარიგებების თავიდან აცილება და ჭარბი მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკის მოშლაა. კანონდამრღვევ აფთიაქებზე ფულადი სანქციები ამოქმედდება.