მონიტორინგი და გამკაცრებული ზომები

კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი გამკაცრდა. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ჯარიმები კი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს. საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ მუშაობა თითქმის დასრულებულია და  სანქციები სავარაუდოდ, უკვე ორშაბათიდან ამოქმედდება. ამასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტის კონტროლი მკაცრდება. ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ობიექტებს ამოწმებენ. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, იურიდიულ პირს 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. თბილისის მერის განცხადებით, როდესაც ინფიცირებულის დაავადების წყარო ვერ დგინდება, აუცილებელია, მოქალაქეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ და ყველა დადგენილი წესი მკაცრად დაიცვან.

დატოვე კომენტარი