მონიტორინგი ბედიანის ფსიქიატრიულ ცენტრში

სურამის შემდეგ ბედიანი.

სახალხო დამცველის მიერ კიდევ ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღწერილი უმძიმესი პირობები ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტმა გადაამოწმა. მონიტორინგის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტი დირექტორის გადადგომას ითხოვს. მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ მენეჯმენტი დაწესებულებისთვის გამოყოფილ ფინანსებს არამიზნობრივად ხარჯავდა, შედეგად პაციენტების მომსახურების ხარისხი სულ უფრო უარესდება. არ არის გამორიცხული, რომ ფსიქიატრიული კლინიკა საერთოდ დაიხუროს და 200-ზე მეტი ბენეფიციარი სხვაგან გადაიყვანონ.