საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,5 პროცენტით განისაზღვრა. როგორც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, გამკაცრების მიზეზი ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია.
მარიამ ბერძენიშვილი განავრცობს თემას.