მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი

15:21, 09.09.2026

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს კვლავ 8.25 პროცენტზე ტოვებს ეროვნული ბანკი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე აღინიშნა, რომ აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა, რაც ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება. მათვე პროგნოზით, 2026 წელს, საშუალო წლიური ინფლაცია 5.2 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

მსგავსი