„მონანიება“ კანის ფესტივალზე

„მონანიებას“ კანის ფესტივალზე კიდევ ერთხელ აჩვენებენ.

თენგიზ აბულაძის მიერ გადაღებული ცნობილი ფილმი სექციაში „კანის კლასიკა“ აღდგენილი და ციფრული ვერსიით იქნება წარმოდგენილი. რუსეთის ფილმსაცავიდან ჩამოტანილ ფირს რესტავრაცია ჩაუტარდა.

კანის კინოფესტივალზე „მონანიებამ“ პირველ პრემიერაზე სამი ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმმა 1988 წელს „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაც მოიპოვა. ეროვნულმა კინოცენტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „მონანიების“ რესტავრაცია 2020 წელს დაიწყო.