მონაკოში მომხდარი აფეთქება – ეჭვმიტანილის ცხედარი კიევში იპოვეს
კიევის მახლობლად იპოვეს იმ ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში, უკრაინელი ოლიგარქის მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. უკრაინული მედიის ცნობით, ის დამარხული იყო და მოკლულია. ანონიმური წყაროს ცნობით, საქმეზე ორი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მათგან ერთი მთავარი სადაზვერვო დირექტორატის მოქმედი თანამშრომელია, მეორე კი სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი. შეგახსენებთ, 29 ივნისს, მონაკოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი.