მონადირეების პროტესტი

გურიის სხვადასხვა რეგიონიდან ნადირობის მოყვარულები დღეს ლანჩხუთის ცენტრში შეიკრიბნენ.

ისინი კანონის იმ ნორმას აპორტესტებენ, რომლის მიხედვითაც, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ნადირობაზე და თევზჭერაზე შეზღუდვები მოქმედებს. მონადირეები საკითხის დარეგულირებას და პროცესში პრემიერ-მინისტრის ჩართვას მოითხოვენ. კოლეხთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კანონი განსაზღვრავს აკრძალვას კონკრეტულ ტერიტორიებზე და ისინი ამ კანონის შესაბამისად მოქმედებენ.

მონადირეები არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები უკვე დედაქალაქში გამართონ .