პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები არ არის შეცვლილი.
სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა პირველ აპრილამდეა. მომსახურების სააგენტო განმარტავს, რომ ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის პირველი აპრილიდან, თუმცა ნებისმიერი მოქალაქე აღნიშნული თარიღის შემდეგაც შეძლებს სანომრე ნიშნების შეცვლას.