საქართველო მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს კვირეულით უერთდება – პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღებული შედეგები შეაჯამა. ისაუბრეს გამოწვევებსა და აღსრულების მექანიზმებზე. ყურადღება დაეთმობა ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთა გაძლიერებას. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს – ახალქალაქში, 14 მარტს – ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში.
პანელური დისკუსიის ფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელი, მომხმარებლებთან დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას.