„მომავლის ვარსკვლავები 2018“

კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის მე-11 საერთო ეროვნული ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავები 2018“-ის  დასკვნითი კონცერტი  გაიმართა.

კონცერტში საქართველოს ასამდე ქალაქის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების წარმატებული მუსიკოსები მონაწილეობდნენ. მარტის თვეში შესარჩევ ტურებზე მათ ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურეს. ღონისძიების ფარგლებში ნომინანტებს და პრიზიორებს ასევე გადაეცათ  სახელობითი ჯილდოები, სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები და 1 წლიანი სტიპენდიები.

დატოვე კომენტარი