„მომავლის საქართველოს“ განცხადება

საარჩევნო ნომრის მინიჭების პროცედურაში დისკრიმინაციულ ნიშნებზე საუბრობს პარტია „მომავლის საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე. მისი თქმით მათი პარტია ცესკო-ში უკვე ერთი თვეა დარეგისტრირდა და წინასაარჩევნო კამპანიასაც ეწევა, თუმცა მათ ჯერ კიდევ არ აქვთ მინიჭებული საარჩევნო ნომერი. პარტიის ლიდერი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად მოხდეს კენჭისყრა, რათა წინასაარჩევნო კომპანიის სრულყოფილად განხორციელება შეძლონ.