„მომავალი საქართველოს“ განცხადება

„მომავალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ლაღიძე პარტიის საპარლამენტო სიასა და მაჟორიტარებზე საუბრობს.

მისი თქმით, ქვეყანაში პირველ რიგში სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს, სწორედ ამიტომ სიის უმეტესობას იურისტები წარმოადგენენ. გიორგი ლაღიძე განმარტავს, რომ მათი პარტიის საარჩევნო სია პროფესიონალებისგან შედგება და მათ შესწევთ უნარი ქვეყანა არსებული მწვავე კრიზისიდან გამოიყვანონ.