„მომავალი საქართველოს“ განცხადება

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ლაღიძე ხელისუფლებას სესხების პროცენტის კიდევ ექვსი თვით გადავადებაში ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვს. მისი თქმით, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია, ხოლო საბანკო ვალდებულებები მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. პარტია „მომავალი საქართველო“ პრემიერ მინისტრის სახელზე ამ მოთხოვნით განცხადების შეტანას მთავრობის ადმინისტრაციაშიც გეგმავს.