„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულების საქმე

18:38, 28.02.2025

საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენა დგინდება. შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

მსგავსი