მოლოდინი ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ

15:08, 15.07.2018

ფინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დასახვედრად ყველაფერი მზად არის.

ჰელსინკიში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდებიან.

ისტორიული შეხვედრის გასაშუქებლად ფინეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1500 ჟურნალისტია ჩასული, მათ შორისაა ჩვენი კორესპონდენტი ლევან ახალაია, რომელიც „მოამბის“ ეთერში საუბარს ფინეთის დედაქალაქიდან განაგრძობს.

მსგავსი