მოლოდინი სამიტის წინ

რა გზავნილებს მიიღებს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან, როგორია ქართული მხარის მოლოდინი. ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცება, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საქართველო აქტიურად იყო ჩართული, – ამ თემების განხილვას ელოდებიან თბილისში.

მმართველი გუნდის ინფორმაციით, განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინსტიტუტების, საზოგადოების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ოპოზიციას კი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებს შორის საქართველომ დიდი ხანია, ლიდერი სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა.