მოლოდინი ნატო-ს სამიტის წინ

ორი დღე ნატო-ს სამიტამდე – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოსა და უკრაინის საკითხზეც იმსჯელებენ. სწორედ ნატო-ს სამიტი და ამ მიმართულებით არსებული მოლოდინებია ის საკითხი, რაზეც სტრატეგიული ანალიზის ცენტრში ოპოზიცია პოლიტოლოგებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მსჯელობს. მთავარ საკითხებს შორისაა ის, თუ რა მოლოდინები არსებობს სამიტთან დაკავშირებით და როგორი უნდა იყოს ამ პროცესში პოლიტიკური სპექტრის ქმედებები. ოპოზიციის ერთი ნაწილი აქცენტს აკეთებს ნატო-ში ინტეგრაციის იმ მხარდამჭერ განცხადებაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანომ მიიღო და რომელსაც ხელი უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის ერთმა ნაწილმაც მოაწერა.

შეგახსენებთ, 14 ივნისს ჩანიშნული სამიტის განსახილველი თემებია რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერშეტევები და საზიანო ტექნოლოგიები.