მოლოდინები ლარის კურსთან დაკავშირებით

სპეციალისტები ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების შევსების რეკომენდაციით მიმართავენ – მიზეზი ეროვნული ვალუტაა, რომელმაც დოლართან მიმართებით გაზაფხულის დასაწყისიდან გამყარება დაიწყო.

როგორც ირკვევა დადებითი ტენდენციის მიზეზი ტურისტული შემოსავლების ზრდა და მსოფლიო ბაზარზე დოლარის გაუფასურებაა. ეკონომისტების შეფასებით, ლარის გამყარებაზე დადებით გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობის მზარდი მაჩვენებლებიც. მოლოდინია, რომ წლის დარჩენილ მონაკვეთში ეროვნული ვალუტა სტაბილურობას შეინარჩუნებს.