მოლდოვის ვიცეპრემიერის ვიზიტი

მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დისკუსია უკვე შედგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, რომლის უშუალო მოწვევით ჩამოვიდა თბილისში ოლეგ სერებრიანი. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობასა და მნიშვნელობას. დისკუსიის ფარგლებში, მათ ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის შესახებ.