დნესტრისპირეთში ენერგოკრიზისის გამო, წყლის მოწოდებაც შეფერხებულია. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩეანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. რეჩეანის თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, რუსეთმა რეგიონში არასტაბილურობა შექმნას. შეგახსენებთ, არაღიარებული დნესტრისპირეთი ათწლეულების განმავლობაში უკრაინის გავლით იღებდა რუსულ გაზს, რომელსაც იყენებდა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის და ასევე ყიდდა მოლდოვის დანარჩენ ნაწილში, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის 80 პროცენტს შეადგენდა, თუმცა გაზის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც უკრაინამ უარი თქვა ტრანზიტის შეთანხმების გაგრძელებაზე, რომელიც გრძელდებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის თითქმის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში.