მოლდოვის ცესკო-ს გადაწყვეტილება

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე ბლოკ „გამარჯვებას“ უარი უთხრა. მიზეზად დასახელდა, რომ პოლიტიკური ბლოკის წევრებს კავშირი აქვთ გაქცეულ ოლიგარქ ილან შორთან, რომელსაც მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ „გამარჯვების“ ყრილობის მოსკოვში ჩატარება „უკანონო დაფინანსების საფუძვლიან ეჭვებს“ იწვევს. პოლიტიკური გაერთიანების, „გამარჯვების“ ლიდერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არამართლზომიერად მიიჩნევენ. ცნობისთვის, პოლიტიკური ბლოკი 2024 წლის აპრილში მოსკოვში შეიქმნა. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.