მოლდოვას პარლამენტის სპიკერის განცხადება

18:33, 14.10.2026

მოლდოვის პარლამენტის სპიკერის განცხადებას ეხმაურება მმართველი გუნდი.

იგორ გროსუმ განაცხადა რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, რადგანაც შურს მათი სწრაფი ევროინტეგრაციის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მაინც აკრძალა საქართველოდან რუსეთში პროდუქტის შეტანა. მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა აღნიშნულთან დაკავშირებით მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს მოლდოვისა და რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობების შესახებ. მისი თქმით, რუსეთი არ სცემს პატივს მეზობელ სახელმწიფოებს. ამის მაგალითად გროსუმ მოიყვანა საქართველო, რომელსაც მისივე თქმით, „მოსკოვთან ურთიერთობების განსხვავებული ტაქტიკა აქვს არჩეული, თუმცა რუსეთმა მაინც აკრძალა საქართველოდან პროდუქციის იმპორტი“.

მსგავსი