მოლაპარაკების შესაძლებლობა

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. კარლ ჰარცელმა დღეს ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის კოლეგებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც. არის თუ არა მზაობა ორივე მხრიდან, რომ დიალოგი შედგეს და როდის შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, – სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს ყველა მხარის პოზიციას.

მოამბე