მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინში

რამდენიმე დღეში „ქართული ოცნება“ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ისევ განაახლებენ მოლაპარაკებებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ღამით ბრუნდება მისიით, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს.

საერთაშორისო პარტნიორები კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა, ექვსპუნქტიან შეთანხმებაში არის საკითხები, რაზეც მხარეებს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ. მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.