მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინში

​ექვსი საათი რჩება კრისტიან დანიელსონის თბილისში ჩამოსვლამდე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დღეს ღამით ბრუნდება მისიით, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს.

მეორე რაუნდისთვის მზადება ხვალიდანვე დაიწყება, მანამდე კი მხარეები მოლაპარაკების პერსპექტივებზე საუბრობენ. ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუმცა, ისინი კვლავ ასახელებენ პრინციპულ საკითხებს, მათ შორის მელია-რურუას გათავისუფლების თემას.

განცხადებას არ უერთდება „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლებიც მოლაპარაკების წინ ამ განცხადების გავრცელებას ტაქტიკურ შეცდომას უწოდებენ. განცხადების ავტორები კი ამბობენ, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შანსი არსებობს. ისინი შემდგომ ნაბიჯებს „ქართული ოცნებისგან“ ელოდებიან.