მოლაპარაკების მორიგი რაუნდის მოლოდინი

როგორ გაგრძელდება და შედგება თუ არა მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხელისუფლებასა და მათ ოპონენტებს შორის. ამ ეტაპზე შეხვედრის თარიღი ისევ უცნობია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის განცხადებამ, რაც ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილ ხარვეზს ეხებოდა, დაადასტურა, რომ უმრავლესობის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

მმართველი პარტიის ეს არგუმენტი კი ხელისუფლების ოპონენტებისთვის, პოზიციის შეცვლის მიზეზი არ არის და ოპოზიცია დიალოგის მაგიდასთან ისევ „ქართული ოცნების“ წინადადებებს ელოდება.