მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჟენევაში

12:23, 26.02.2026

დღეს აშშ-ის და ირანის დელეგაციები, ჟენევაში, თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ირანელები ტრამპის დამოკიდებულებას სერიოზულად მოეკიდებიან. მისივე თქმით, დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტა კვლავ დიპლომატიური გზით ურჩევნია, მაგრამ მის განკარგულებაში სხვა ინსტრუმენტებიცაა. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

მსგავსი