მოლაპარაკებების პერსპექტივა

ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებების გაგრძელებამდე რამდენიმე დღე რჩება. კრისტიან დანიელსონი მხარეებს შორის დიალოგის განახლებისთვის საქართველოში ბრუნდება. ოპოზიციონერი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც მოხერხდება შეთანხმება. თუმცა, ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათთვის მთავარ საკითხად კვლავ რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების თემა რჩება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ვარაუდობენ, რომ ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული იქნება და შვედი დიპლომატის განმეორებითი ვიზიტი რამდენიმეთვიან პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.