მოლაპარაკებების პერსპექტივა

ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი და რა გავლენა ექნება შარლ მიშელის შეხვედრებს აუდიენციის შედეგზე. პერმანენტული აქციებისა და დაანონსებული პიკეტირების პარალელურად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არიან.

დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაშიც“, თუმცა, მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების საგანი ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება ვერ იქნება.