მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინში

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ დიალოგის მოლოდინში არიან. მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ერთი დღით ადრე დანიშნული რაუნდი ჩაიშალა, მოლაპარაკებათა მორიგი, მეხუთე რაუნდი კი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უნდა შედგეს. მოლოდინი განსხვავებულია. ოპოზიციონერ ლიდერებს უჭირთ იმის პროგნოზი, როგორი იქნება საბოლოო შედეგი. ფასილიტატორების მონაწილეობით ჩანიშნული მე-5 რაუნდისთვის ემზადება “ქართული ოცნებაც”.