მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

მოხერხდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე შეთანხება – დიპლომატების შუამავლობით მხარეებს შორის დიალოგი გრძელდება, თუმცა, მოლაპარაკების ორი რაუნდის შემდეგაც კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება მხარეებმა იმსჯელონ, არჩევნების თავიდან ჩატარებაა, მმართველ გუნდში კი კატეგორიულად გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების გამართვის საკითხს. მათივე თქმით, ოპოზიციამ უარი თქვა არჩევნების შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე, ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე. ამ ფონზე, რჩება თუ არა შეთანხმების რესურსი – დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ დიალოგი გაგრძელდება.

ნათია ქენქაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი