„ახალ წლამდე შესაძლოა ბევრი რამ გადაწყდეს“ – დაწერა სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე. უკრაინის დელეგაცია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ფლორიდაშია. დღეს ზელენსკის საკუთარ რეზიდენციაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მთავარი საგანი ომის დასრულებაა. მხარეები განიხილავენ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ახალ ვერსიას, ასევე მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც უკრაინისათვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს. აშშ-ში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, საჭიროა ძლიერი პოზიციები, რათა პუტინმა მანიპულირება და ომის სამართლიანი დასრულების თავიდან არიდება ვერ შეძლოს.