მოლაპარაკებების მოლოდინი რუსეთ-უკრაინას შორის

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების ადგილი ცნობილია. ცოტა ხნის წინ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ უკრაინის და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს ბელარუსის საზღვარზე შეხვდებიან. კონკრეტული დრო ამ დროისთვის დასახელებული არ არის. მოლაპარაკებაზე შეთანხმების პარალელურად კი, ვლადიმერ პუტინმა ახალი განკარგულება გასცა, რომელიც რუსეთის ბირთვული ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანას გულისხმობს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება.

რა მოლოდინები არსებობს ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით და როდის იგეგმება ამ შეხვედრის გამართვა – თამთა რუხაძე განავრცობს თემას.