მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი

შესაძლოა, დღეს გაირკვეს, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში. ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე, სავარაუდოდ, ბოლო შეხვედრაზე, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შეთანხმების მიღწევის ბოლო შანსი აქვთ. უკვე პარასკევს პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი, ჩიხში შესული მოლაპარაკების მთავარი საკითხი კი კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ეხება. თუმცა ცნობილია, რომ ამაზე მმართველი გუნდი კატეგორიულ უარს აცხადებს.

გადამწყვეტი შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციის ლიდერებს თამუნა წიკლაური ესაუბრა, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – აპირებს თუ არა ვინმე დათმობაზე წასვლას?

დატოვე კომენტარი