მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი

მმართველი გუნდის შეთავაზება პოლიტიკურ სპექტრს.

საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის პოზიცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაახმოვანა. შეთავაზება გულისხმობს შერეული საარჩევნო მოდელის შენარჩუნებას და მასში პროპორციული წილის გაზრდას ორ მესამედამდე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში მიღწეულია თანხმობა, მომდევნო არჩევნების შედეგად პარლამენტი დაკომპლექტდეს 100 პროპორციულად არჩეული დეპუტატით და 50 მაჟორიტარით. ბრიფინგზე არჩილ ტალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ მოდელში მმართველი გუნდი პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების გარანტიებს ხედავს.

დატოვე კომენტარი