მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინი

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაირკვევა, როგორ გაგრძელდება და საერთოდ განახლდება თუ არა მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა უკვე დაიწყო, პარალელურად კი ხუთმა პარტიამ, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, სიების ანულირების მოთხოვნის შესახებ უკვე განაცხადა, უარს საპარლამენტო მანდატებზე, საჯაროდ მოაწერა ხელი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რჩება თუ არა რესურსი, მხარეებს შორის კონსენსუსი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე მაინც შედგეს, პოლიტიკური კონკურენტების შეფასებები აქაც განსხვავებულია.