მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი

15:17, 07.02.2020

ამ დრომდე უცნობია როდის შეიძლება გაიმართოს საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი.

მამუკა მდინარაძე აცხაებს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება ძალაშია და „ქართული ოცნება“ ოპონენტების გადაწყვეტილებას ელოდება. მისივე თქმით, ნებისმიერი შეთავაზების განხილვა შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია ოპოზიცია წავიდეს კომპრომისზე. მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ 100-50 მოდელს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება არაფერს ცვლის.

მსგავსი