მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი ჟენევაში

11 ნოემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალია ხელმძღვანელობით ჟენევაში უკვე გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეც. პირველი დღე ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, მოლაპარაკებათა 65-ე რაუნდი კი ოფიციალურად 11 ნოემბერს გაიხსნება.