ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი ხვალ გაიმართება. უკვე გაემგზავრა ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეცაა. პირველი დღე თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი კი 11 ნოემბერს გაიხსნება.