მოლაპარაკებები წინასაარჩევნოდ

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ძალა ერთობაშიასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. სავარაუდოდ, სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს არის გადაღებული ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და მასზე ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილსა და დიმიტრი შაშკინთან ერთად არის გადაღებული. პარლამენტის წევრი პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი, კანდიდატურის დაყენებას დმანისის მაჟორიტარულ ოლქში გეგმავს და ოპოზიცურ პარტიებთან მოლაპარაკებას მართავს, იმისათვის, რომ ამ ოლქში კონკურენტი არ დაუყენონ.  მისივე თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციები ისევ გრძელდება.

დატოვე კომენტარი