დათანხმდება თუ არა პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას – ამაზე კრემლის მკაფიო პასუხი ჯერ არ არის. ტრამპსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ – იური უშაკოვმა ისაუბრა და თქვა, რომ 40-წუთიანი დიალოგის დროს, განიხილებოდა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებზე წარმომადგენლების დონის გაზრდის იდეა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, მზად არის თუ არა პუტინი პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განმარტებით, რუსეთის მიზანი არასდროს ყოფილა ტერიტორიების დაპყრობა, არც ყირიმის, არც დონბასის და არც ნოვოროსიის, მათი მიზანი იყო რუსი ხალხის დაცვა. ამასთან ლავროვი აღნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომამდე, ზელენსკიმ ჯერ უნდა გააუქმოს უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული კანონები.