მოლაპარაკებები ვაშინგტონში – ომის დასრულების პირობები 

21:02, 19.08.2025

მოლაპარაკებები თეთრ სახლში და დონალდ ტრამპის სატელეფონო ზარი ვლადიმერ პუტინთან – რა შედეგებით დასრულდა ვაშინგტონში უკრაინის, ამერიკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა. შტატები და ევროპა კიევს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ჰპირდებიან. კონკრეტული დეტალები უცნობია. განიხილება რამდენიმე ვარიანტი – მათ შორის უკრაინაში ევროპელი სამხედროების განთავსება. ოფიციალურ კიევს დაცვას ჰპირდება თავად დონალდ ტრამპიც, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავს ამერიკული სამხედრო კონტიგენტის ადგილზე განთავსებას, ისევე როგორც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. პარალელურად, შტატების პრეზიდენტი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს. სწორედ რუსეთის ლიდერთან პირისპირ შეხვედრის ფარგლებში გეგმავს უკრაინის პრეზიდენტი ტერიტორიული საკითხები განიხილოს, თუმცა, შედგება თუ არა ომში მყოფი ქვეყნების პირველი პირების დიალოგი, ჯერ უცნობია. რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო შეთანხმებას ელოდებიან ევროპელი ლიდერებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სანქციების გამკაცრებას გეგმავენ.

მსგავსი