უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი დღეს არის დაგეგმილი

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი დღეს არის დაგეგმილი, თუმცა, ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა შეხვედრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთს კიევის მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვს, კერძოდ: რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის არაბლოკური სტატუსი; დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში; დენაციფიკაცია და ყირიმზე უარის თქმა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავის მხრივ, უკრაინამ „დუმილის რეჟიმი“ მოითხოვა მომდევნო შეხვედრამდე, თუმცა, რუსულ მხარეს ამის დაპირება არ გაუცია. როგორც ცნობილია, პირველ მარტს ხარკოვში, თავისუფლების მოედანზე რუსეთმა ავიადარტყმა განახორციელა და დაბომბვები ისევ გრძელდება.