მოლაპარაკებები შვიდწლიანი პაუზის შემდეგ

2018 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ისა და ირანის მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

კონსტრუქციულად აფასებენ გამართულ დიალოგს ირანშიც. შეხვედრის მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. დონალდ ტრამპი თეირანისგან ამ პროგრამაზე სრულად უარის თქმას ითხოვს, რაზეც თეირანი უარს აცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტი, მოლაპარაკებების დაწყებამდე, ირანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებითაც არაერთხელ დაიმუქრა, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ახალი სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს აჩენს.

ლევან ახალაია დეტალებით.