„როიტერი“ – ირანის მხრიდან მუქარის გამო, აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს
აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა ვაშინგტონში საცხოვრებელი სახლი დატოვა და უსაფრთხოების მიზნით ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადავიდა, – ამის შესახებ „როიტერი“ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ირანის მხრიდან მის სიცოცხლესთან დაკავშირებული მუქარა გახდა.
როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად სერიოზული იყო ბესენტის მიმართ არსებული მუქარა.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მინისტრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც „უოლ სთრით ჯორნალმა“ გამოაქვეყნა ბესენტის საცხოვრებელი სახლის ფოტო. წყაროს განმარტებით, ფოტოს საშუალებით შესაძლებელი გახდა სახლის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა, რის შემდეგაც ბესენტი უსაფრთხოების მიზნით სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
„მედიასაშუალებებს აქვთ ვალდებულება, პასუხისმგებლობით იმოქმედონ საჯარო მოხელეების მიმართ მზარდი მუქარის ფონზე“, – განაცხადა წყარომ.