მოლაპარაკებები სამშვიდობო ზავის მისაღწევად 

ბერლინში გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ ყველა მხარე პროგრესზე საუბრობს. ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, უკრაინის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ ოპტიმისტური განწყობა აქვს ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ დღეს უფრო ახლოსაა მშვიდობა, ვიდრე მანამდე.

მთავარი სადავო თემა ტერიტორიების საკითხია, რომელზეც ჯერ კონსენსუსი არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტი დონბასის დათმობას და მის დე-ფაქტო თუ დე-იურე რუსეთის ნაწილად გამოცხადებას გამორიცხავს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია უსაფრთხოების გარანტიებიც. იქნება თუ არა ერთ-ერთი ასეთი გარანტია უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი შეთავაზება – საკითხი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია. პარალელურად მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით შეხვედრებიდან გარკვეულ დეტალებს ავრცელებს. ვაშინგტონმა გერმანიაში შეჯერებული საკითხები ახლა მოსკოვს უნდა გააცნოს, რის შემდეგაც მაიამიში უკრაინულ დელეგაციას ელოდებიან.

არსებობს თუ არა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა – თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.