უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს. უმეროვი ამბობს, რომ თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პარტნიორების შუამდგომლობით, გაცვლის პროცესის აღდგენასა და რუსული ტყვეობიდან უკრაინელების გათავისუფლებაზე კონსულტაციები გამართა. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკური კონსულტაციებიც, სადაც ყველა პროცედურული და ორგანიზაციული საკითხი დამტკიცდება.